ავტორი:

"ეს იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას" - ვლადიმერ ზელენსკიმ ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია

"ეს იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას" - ვლადიმერ ზელენსკიმ ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში მიიწვია, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში თქვენი კიევში ჩამოსვლა, რაც გადამწყვეტია სიტუაციის სტაბილიზაციისთვის, იქნება ძლიერი სიგნალი და ხელს შეუწყობს დეესკალაციას,“- მიმართა ვლადიმერ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს.

სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინულ მხარეს ესმის ყველა არსებული რისკი და მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის.

„ჩვენ შევაჩერებთ ნებისმიერ ესკალაციას უკრაინის მიმართულებით. უკრაინის დედაქალაქი კიევი და ჩვენი სახელმწიფოს სხვა ქალაქები - ხარკოვი და ლვოვი, დნიპრი და ოდესა - უსაფრთხოდ და საიმედო დაცვის ქვეშ არიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მის არმიას აქვს.

„ჩვენ ჯერ არ ვართ ნატოს წევრი. ამიტომ, ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის მთავარი ძლიერი უკრაინული არმიაა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.