ავტორი:

პრინცი ჰარი, ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის ცეკვა, მოწყენილი ქანიე - ვარსკვლავთცვენა და წლის ყველაზე გრანდიოზული შოუს დეტალები: Super Bowl-ის ფოტოები

პრინცი ჰარი, ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის ცეკვა, მოწყენილი ქანიე - ვარსკვლავთცვენა და წლის ყველაზე გრანდიოზული შოუს დეტალები: Super Bowl-ის ფოტოები

Super Bowl პროფესიონალური ამერიკული საფეხბურთო ლიგის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, თუმცა ეს წარმოდგენა დიდი ხანია გასცდა სპორტს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არაფორმალური ეროვნული დღესასწაულია, რომლისთვისაც მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან.

შოუზე გამოსვლა მხოლოდ პრივილეგირებულ მუსიკოსებს შეუძლიათ, მათ ვისაც უკვე აქვთ ვარსკვლავის სტატუსი.

წლევანდელი წარმოდგენის მთავარი მოქმედი გმირები რეპერები იყვნენ - Snoop Dog. Mary, Eminem. Kendrick. 50 Cent. Anderson Paak, ვარსკვლავები, რომლებმაც ისეთი ნომერი შემოგვთავაზეს, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. სპეცეფექტები, შთამბეჭდავი განათება, მაყურებლით სავსე ტრიბუნები, ყველასთვის საყვარელი ჰიტები და უკვე ლეგენდებად ქცეული რეპერები - ეს ის კომბინაციაა, რომელმაც საბოლოო ჯამში, შთამბეჭდავი სანახაობა უზრუნველყო.

15-წუთიან მუსიკალურ ნომერს მხოლოდ "ფეისბუქში" უკვე 12 მილიონი ნახვა, 800 000-ზე მეტი მოწონება, 500 000 გაზიარება და 45 000-ზე მეტი კომენტარი აქვს.

  • ვიდეო ნახეთ ბმულზე - Super Bowl

შოუს უამრავი პოპულარული ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრეს შეყვარებულებმა - ბენ აფლეკმა და ჯენიფერ ლოპესმა, რომლებიც ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს წარმოდგენას და მუსიკის რიტმებზე თვითონაც ცეკვავდნენ:

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Ben Affleck and Jennifer Lopez at the <a href="https://twitter.com/hashtag/SuperBowl?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#SuperBowl</a>! <a href="https://t.co/oH0sQGkaOh">pic.twitter.com/oH0sQGkaOh</a></p>&mdash; Courtney Howard (@Lulamaybelle) <a href="https://twitter.com/Lulamaybelle/status/1493026551046176770?ref_src=twsrc%5Etfw">February 14, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ პრინცი ჰარი, რომელიც მეგან მარკლის გარეშე იყო, თუმცა თან ახლდა თავისი ბიძაშვილი, პრინცესა ეუხენია

ჯასტინ და ჰეილი ბიბერები ქენდალ ჯენერთან ერთად

\

შარლიზ ტერონი მეთ დეიმონსა და ლუსიანა ბაროსოს ესალმება

ელენი და პორტია დე როსი

\

ქანიე უესტი

\

რაიან რეინოლდსი და უილ ფერელი