ავტორი:

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი ოთახების სრულად განახლების პროცესშია

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი ოთახების სრულად განახლების პროცესშია

თუ გსურთ, თვალი გადაავლოთ იმ ისტორიას, რომელიც 2004 წლიდან დედაქალაქის ცენტრში თავისუფლების მოედანზე იწერება, იგრძნოთ კომფორტი, რომელსაც შესაბამისი გარემო და სტუმრების მიმართ ერთგული თანამშრომლები ქმნიან, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტს“.

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი სტუმრებს სთავაზობს ოთახებს ქალაქის საუკეთესო ცენტრალური ხედებით, საკონფერენციო დარბაზებს ბიზნეს შეხვედრებისა თუ სხვა ტიპის ღონისძიებებისათვის, რესტორანს მრავალფეროვანი ქართულ-ევროპული სამზარეულოთი, ფიტნეს ცენტრს - სავარჯიშო დარბაზით, აუზითა და საუნით.

1-ლი ნოემბრიდან სასტუმრო ქორთიარდ მარიოტმა ოთახების სრულად განახლება დაიწყო. განახლებული დიზაინის კონცეფცია ბრიტანეთში, კომპანია „twenty2degrees”- ის მიერ არის შემუშავებული. ოთახების რენოვაციის ფარგლებში წარმოგიდგენთ 118 განახლებულ ნომერს, მათ შორის - Deluxe Single, Deluxe Twin, Superior Single, Superior Twin, Executive Rooms, Corner Room and Junior Suite. ასე რომ, გამოგვყევით და შეიგრძენით ის, რაც თითოეული ჩვენი სტუმრისთვის მოვამზადეთ: აქ მშვიდ რუხ და კრემისფერ ტონებში გადაწყვეტილი ავეჯი ჰარმონიულად ერწყმის თითოეული ნომრის სივრცეს. რბილი და სასიამოვნო ქსოვილები, კედლებზე ხავერდის რბილი ზედაპირი და სასიამოვნო განათება საინტერესოდ ირეკლება. ეს ყველაფერი კი, დადებითისკენ ცვლის თქვენს დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ.

სასტუმროს ნომრებიდან დედაქალაქის ცენტრალური თავისუფლების მოედნის ულამაზესი ხედები იშლება. სასტუმროს პირველ სართულზე ასევე განთავსებულია კაფე-რესტორანი Brasserie Freedom, სადაც შეხვდებით უგემრიელესი ქართულ-ევროპული სამზარეულოს სინთეზს. Brasserie არაჩვეულებრივი ადგილია სხვადასხვა ბიზნეს-ლანჩისა თუ ოჯახური შეკრებების დასაგეგმად. ქორთიარდში მოსულ სტუმარს აქ დახვდება საოცარი ატმოსფერო, ერთგული და ყურადღებიანი მომსახურე პერსონალით.

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი „ჯი-ემ-თი ჯგუფის" კერძო ამერიკელ ინვესტორებთან და ამერიკის სამთავრობო სააგენტო DFC ყოფილ "OPIC" - თან ერთად საქართველოში განხორციელებული ერთ-ერთი პროექტია, მასთან ერთად „ჯი-ემ-თი“ ჯგუფის მფლობელობაში შედის ისეთი პროექტები, როგორიცაა „თბილისი მარიოტი“, „მოქსი თბილისი“, "ა" კლასის საოფისე ფართი „ჯი-ემ-თი პლაზა", მთაწმინდის ყოფილი რესტორან "ფუნიკულიორის" აღდგენა - რეკონსტრუქცია, „პური გულიანი“ და „რიგი გასტროდუქანი“.

სასტუმრო ქორთიარდ მარიოტის ჯილდოები

2019 და 2020 წელს „ქორთიარდ მარიოტმა“ Welcome to Georgia Travel Awards” - ზე საქართველოში საუკეთესო პრემიუმ ტიპის სასტუმროების ქსელის ტიტული მოიპოვა.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“ დღესაც მთავარი პრინციპის ერთგული რჩება- სტუმრებს მხოლოდ გამორჩეული და პრემიუმ კლასის, დასამახსოვრებელი მომსახურება შესთავაზოს და თითოეულ მათგანს თავი აგრძნობინოს ისევე კომფორტულად, როგორც საკუთარ სახლში.

(R)