ავტორი:

"მე და ჩემი ცოლი ამ ვიდეოს უბრალოდ არ ვიღებთ" - ვლადიმერ ზელენსკისა და მისი მეუღლის ემოციური მიმართვა საზოგადოებას

"მე და ჩემი ცოლი ამ ვიდეოს უბრალოდ არ ვიღებთ" - ვლადიმერ ზელენსკისა და მისი მეუღლის ემოციური მიმართვა საზოგადოებას

სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით, ბოლო დღეებია ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიმდინარე კვირაში რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. თავად უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ გუშინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა - "გვეუბნებიან, რომ 16 თებერვალი იქნება თავდასხმის დღე", - ამბობს ზელენსკი ვიდეოში.

გამწვავებული მდგომარეობის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა გადაწყვიტა საზოგადოებას აჩვენოს, რომ ის და მისი მეუღლე უკრაინაში არიან. ზელენსკიმ ცოლთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად გადაღებული ვიდეო "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა.

"საღამო მშვიდობისა ყველას. 2022 წლის 14 თებერვალია. მე და ჩემი ცოლი ამ ვიდეოს უბრალოდ არ ვიღებთ. მნიშვნელოვანია, ყველას ვაჩვენოთ, რომ ერთად ვართ, სახლში ვართ, უკრაინაში", - ამბობს ზელენსკი.

ოლენა ზელენსკამ საზოგადოებას ვალენტინობა მიულოცა და ადამიანებს "ერთმანეთისა და უკრაინის სიყვარულისკენ მოუწოდა"

"გილოცავთ ყველას ვალენტინობას. გვინდა გითხრათ, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს უკრაინა", - ამბობს ელენა ზელენსკაია.