ავტორი:

დიღმის მასივში აფეთქება მოხდა

დიღმის მასივში აფეთქება მოხდა

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე აფეთქება მოხდა. ამ წუთებში ადგილზე მეხანძრე-მაშველების ჯგუფი იმყოფება.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი. თუმცა როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მათ დაზუსტებით იციან, რომ ოჯახი გაზის გამათბობლით თბებოდა.

ასევე უცნობია, იმყოფებოდა თუ არა შემთხვევის დროს ბინაში ვინმე. AMBEBI.GE დამატებით დეტალებს უახლოეს დროში შემოგთავაზებთ.