ცნობილ ჟურნალისტს ირმა კახურაშვილს თავის ტვინის მეორე სტადიის სიმსივნის დიაგნოზი თურქეთში დაუსვეს. ამის შესახებ მისი მეგობრები წერენ.
გიორგი კალატოზიშვილი:
"სამწუხაროდ დამიდგინეს თავის ტვინის მეორე სტადიის სიმსივნე... ასე რომ დამეწყო პოსტი, წარმოდგენაც კი მიჭირს რა დაემართებოდა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ვუყვარვარ და აქედან გაიგებდა ამ სამწუხარო ამბავს. აი, ასე დაგვემართა ირმაკოს ყველა მეგობარს, როდესაც ერთმანეთისგან შევიტყვეთ ის, რომ 4 - თვიანი კვლევების შემდეგ ირმა კახურაშვილს თავის ტვინის მეორე სტადიის სიმსივნე დაუდასტურდა.
მას შემდეგ, რაც მეკო ჩიტიშვილი გამოვგლიჯეთ ხელიდან სიკვდილს, მჯერა, რომ სხვებისთვისაც ბოლომდე ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ. ირმაკოს ვიცნობ და მასთან ვმეგობრობ 2002 წლიდან, როდესაც "მთავარ გაზეთში" ვმუშაობდით ერთად. მე სხვა ასეთი მეგობარი არ მყავს - გულიანი, ალალი, გულწრფელი, გვერდში მდგომი, უანგარო, სუფთა... თავისი საქმის პროფესიონალი - რაც ირმას გაუკეთებია ჟურნალისტიკაში, იგივეს აკეთებს, როგორც წესი, მთელი გუნდი ერთად სოციალურ თემაზე წერდა და წერს და ცვლიდა და კიდევ მრავალჯერ შეცვლის უკეთესობისკენ სხვა ადამიანების სიცოცხლეს.
ჰოდა, ჩვენც შეგვიძლია შევცვალოთ ირმას ცხოვრება და დავეხმაროთ მას მკურნალობისა და ცხოვრებისთვის საჭირო სულ რაღაც 10 000 დოლარის შეგროვებაში.
ყველა გაზიარება მნიშვნელოვანია. ყველა ლარი მნიშვნელოვანია. გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი, მეგობრებო და დაგვეხმარეთ ჩვენი საყვარელი მეგობრის გადარჩენაში.
თანხის ჩარიცხვა შეგვიძლია აქ:
საქართველოს ბანკი: #GE51BG0000000530059981 - მიმღები ირმა კახურაშვილი
თიბისი: #GE95TB7700245061100053 - მიმღები ელენე გაჩეჩილაძე (შვილი)
უცხოეთიდან ჩარიცხვის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ პლატფორმა transferwise.com#ირმაკახურაშვილისთვის"