ავტორი:

"არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" ძალიან "გაბლატავებულია" - იაგო ხვიჩია

"არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" ძალიან "გაბლატავებულია" - იაგო ხვიჩია

არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" არის მოღონიერებული და ძალიან "გაბლატავებული", რაც ცუდ ქცევაში გამოიხატება - ჯაფარიძის პარლამენტიდან გაშვება ერთ-ერთი ასეთი ცუდი ქცევაა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არავის აქვს უფლება დეპუტატს მანდატი ჩამოართვას, რადგან მას ეს მანდატი არა დეპუტატებმა, არამედ ამომრჩეველმა მისცა.

"ჩემი აზრით, 3 განსხვავებული შემთხვევაა, ერთი (ელენე ხოშტარია) თავად ითხოვს შეუწყდეს უფლებამოსილება, აქ არაფერი განსაკუთრებული პრობლემა არ არის, შალვა ნათელაშვილს რაც შეეხება, წელიწადნახევარია პოლიტიკური „შატალოთია“ დაკავებული, მაგრამ ჩემი აზრით, მისი ამომრჩეველი ღირსიც კი არის უსმინოს მას 3 წელი აქ და ჩვენი უფლება არ არის აქედან გავრიცხოთ ნათელაშვილი. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას, ის ნასამართლევიც კი არ არის, არც კი მისცემია სასამართლოში საშუალება იმ საკითხებზე ემსჯელა რაზეც გაამტყუნეს, ამ თემას არ მოჰყოლია არანაირი შეზღუდვა, მისი არც ერთი უფლება არ შეზღუდულა (სასამართლოს მიერ) და ამ დროს ჩვენ პარლამენტიდან ვუშვებთ, ჩემი აზრით, ეს არის არასწორი ქმედება ამ ქვეყნის და მისი პარლამენტარიზმის წინაშე. რა შეიძლება იყოს ამის ზუსტი მოტივი, შეიძლება ამაზე ვიმარჩიელოთ, მაგრამ ზოგადი სურათი არის ის, რომ არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნება" არის მოღონიერებული და ძალიან "გაბლატავებული", რაც ცუდ ქცევებში გამოიხატება, ბადრი ჯაფარიძის პარლამენტიდან გაშვება ერთ-ერთი ასეთი ცუდი ქცევაა ჩემი აზრით,"- განაცხადა ხვიჩიამ.