ავტორი:

"მსგავსი ინფორმაცია მთლიანად პროცესს აზარალებს" - რას ამბობს თამარ გაბუნია ღარიბაშვილი-გამყრელიძის დაპირისპირებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

"მსგავსი ინფორმაცია მთლიანად პროცესს აზარალებს" - რას ამბობს თამარ გაბუნია ღარიბაშვილი-გამყრელიძის დაპირისპირებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შორის დაპირისპირების არსებობას უარყოფს.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეპიდემიის მართვა ისედაც რთულია და არ არის საჭირო ამ თემაზე აპელირება.

"პანდემიის მართვისთვის სამთავრობო გუნდი, რომელიც პრემიერის ხელმძღვანელობით დღემდე მუშაობს, სრული კოორდინაციით, ყოველგვარი დაპირისპირებისა და წინააღმდეგობრივი პოზიციების გარეშე აგრძელებს მუშაობას.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება კონსულტაციების რეჟიმში, ექსპერტების მონაწილეობითაც. ყოველგვარი დაპირისპირება, რომელიც შესაძლოა გაჟღერდა გუშინ ან შესაძლოა, კიდევ გაჟღერდეს, საფუძველს მოკლებულია და არანაირად არ არის რეალური.

მსგავსი ტიპის არასწორი ინფორმაცია მთლიანად პროცესს აზარალებს. ეპიდემიის მართვა ისედაც რთულია და ნამდვილად არ არის საჭირო ამ ტიპის ფაქტებზე აპელირება, რაც არც დადასტურებულია და არც არანაირად არ არის გამართლებული“, -განაცხადა გაბუნიამ.