ავტორი:

"დაიწყებენ გადაადგილებას საკუთარი სამხედრო ნაწილებისკენ" - რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვართან განლაგებული ჯარისკაცების ნაწილი ბაზებზე ბრუნდება

"დაიწყებენ გადაადგილებას საკუთარი სამხედრო ნაწილებისკენ" - რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვართან განლაგებული ჯარისკაცების ნაწილი ბაზებზე ბრუნდება

"დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები საკუთარ ბაზებზე დაბრუნებას იწყებენ", - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

"სამხრეთის და დასავლეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფებმა, დავალებების შესრულების შემდეგ, უკვე დაიწყეს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტში განთავსება და დღეს ისინი დაიწყებენ გადაადგილებას საკუთარი სამხედრო ნაწილებისკენ,“ - განაცხადა კონაშენკოვმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსი სამხედროები აგრძელებენ წვრთნებს რიგ რაიონებში.

"რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ფართომასშტაბიანი წვრთნების სერიას ჯარისკაცებისა და ძალების ოპერატიული მომზადებისთვის. პრაქტიკულად ყველა სამხედრო ოლქი, ფლოტი და საჰაერო სადესანტო ჯარები ჩართულია,“- განაცხადა კონაშენკოვმა.