თუ თვლით, რომ ესთეტიკურ სილამაზეზე ზრუნვა მხოლოდ ქალების საქმეა, ძალიან ცდებით. მოდისა და სილამაზის ტენდენციები სულ უფრო აქტუალური ხდება მამაკაცებისთვისაც და ისინიც მეტ დროსა და ყურადღებას უთმობენ თავის მოვლას. ესთეტიკურ პროცედურებს შორის კი მამაკაცებში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ლაზერული ეპილაციაა. არასასურველი თმის მოშორება მათთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ქალებისთვის. ესთეტიკური პროცესებით მამაკაცებიც ისევე ინტერესდებიან, როგორც ქალები – ასეთია დღევანდელი რეალობა.
მამაკაცები როგორც წესი სხვადასხვა ზონის, მათ შორის, ხელების, ფეხების, გულმკერდის, ზურგის ეპილაციას იკეთებენ. ქალებისგან განსხვავებით მათი საბოლოო მიზანი არა თმის სრული მოშორება, არამედ მისი შეთხელებაა. ქალებში თმის მოსაშორებლად ყველაზე პოპულარული ლაზერული ეპილაციაა, თუმცა მათი ნაწილი თმის მოშორების სხვადასხვა პროცედურას, მათ შორის, ელექტროეპილაციას მიმართავს ხოლმე. მამაკაცების უდიდესი ნაწილი კი არჩევანს ლაზერულ ეპილაციაზე აკეთებს. მიზეზი მარტივია – ეს არის ყველაზე ეფექტური და უმტკივნეულო პროცედურა არასასურველი თმის მოსაშორებლად.
მამაკაცებში არასასურველი თმის მოშორების ტენდენციის გაძლიერებას ხელს უწყობენ ცნობილი ვარსკვლავებიც, რომლებიც სულ უფრო ხშირად ჩნდებიან საზოგადოებაში სხეულზე ზედმეტი თმის გარეშე. ამ გზით ისინი მამაკაცებში სილამაზის ახალ სტანდარტებს ქმნიან და აძლიერებენ. ასეთია მსოფლიო ტენდენცია, რომელიც ნელ–ნელა საქართველოშიც მკვიდრდება. თუმცა ამ მიმართულებით ქალები მეტ ინფორმაციას ფლობენ, ვიდრე კაცები. ამიტომ სასურველი შედეგის გარანტირებულად მისაღებად მნიშვნელოვანია, რომ მამაკაცებმა სასურველი პროცედურის ჩასატარებლად მხოლოდ იმ ესთეტიკურ ცენტრებს მიმართონ, რომლებიც მაღალი დონის სპეციალისტებითა და ეპილაციის უახლესი ორიგინალი აპარატურითაა აღჭურვილი. ქართულ ბაზარზე ასეთი ესთეტიკური ცენტრი.
"ნეო–ნეო“ ნოვატორი ესთეტიკური ცენტრია, რომელიც მომხმარებლებს მუდმივად სიახლეებს სთავაზობს როგორც აპარატურული, ისე პროცედურული თვალსაზრისით. "ნეო–ნეო“ შექმნის დღიდან შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას ნერგავს. ცენტრში როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს სხვა მოთხოვნადი და პოპულარული პროცედურების პარალელურად, ლაზერული ეპილაციის გაკეთება soprano titanium აპარატით შეუძლიათ.
soprano titanium ლაზერული ეპილაციის სფეროში სრულ ინოვაციას წარმოადგენს. იგი აერთიანებს ფუნქციონალურ შესაძლებლობებს განუმეორებელ კომფორტთან. 4სმ2 დაფარვის არეალით, გაზრდილი სიმძლავრით და მოწინავე გამაგრილებელი სისტემის მეშვეობით, soprano titanium გაცილებით სწრაფად და უმტკივნეულოდ მოქმედებს. სწორედ ამ აპარატით ემსახურებიან მომხმარებლებს "ნეო–ნეოში“.
ესთეტიკურ ცენტრში ასევე წარმოდგენილია Soprano ICE Platinum. ეს გახლავთ ყველაზე მაღალტექნოლოგიური ლაზერული ეპილაციის აპარატი, აბსოლუტურად განსხვავებული სისტემა, ბაზარზე არსებული ყველა სხვა აპარატისაგან.
ესთეტიკური ცენტრი ყოველთვის მზადაა უმაღლესი დონის მომსახურება შესთავაზოს მამაკაცებს და მათ ისეთივე თავდაჯერებულობა აგრძნობინოს, როგორსაც ქალები გრძნობენ თითოეული ესთეტიკური პროცედურის შემდეგ.
(R)