მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების განლაგება საშიში და გაუგებარი მოქმედებაა.
ამასთან, მან ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ რეგიონში დეესკალაცია უნდა მოხდეს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოლაპარაკების საგანს არ წარმოადგენს.
"სასწარაფოდ აუცილებელია, მოხდეს დეესკალაცია, რათა თავიდან ავირიდოთ ომი ევროპაში. დიპლომატიური მოლაპარაკებების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენი წყეული მოვალეობაა ევროპაში ომის თავიდან არიდება. ჩვენთვის, გერმანელებისთვის, ისევე როგორც ყველა ევროპელისთვის, მნიშვნელოვანია, რომ მდგრადი უსაფრთხოების მიღწევა არა რუსეთის წინააღმდეგ, არამედ მასთან ერთად მოხდეს“, -განაცხადა მან.
შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ სურს სამმხრივი მოლაპარაკებები საკონტაქტო ჯგუფში წარიმართოს.