ავტორი:

"...მერე ადგნენ და “თაღლითი ბადრი” პარლამენტიდან გააგდეს" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"...მერე ადგნენ და “თაღლითი ბადრი” პარლამენტიდან გააგდეს" - რას  წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სადეპუტატო მანდატი შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძეს შეუწყდათ. რაკი ოპოზიციური პარტიების საარჩევნო სიები “განულებულია“, მათი ადგილმონაცვლეები პარლამენტში ვერ შევლენ. იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამ საკითხს ეხმაურება "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი და "ფეისბუქგვერდზე" წერს:

"1. ბადრი ჯაფარიძემ გამოაცხადა საპარლამენტო ბოიკოტი

2. ბიძინამ მოლაპარაკებები დაიწყო ბოიკოტის ჩასაშლელად.

3. მოლაპარაკებებში ბადრი ჯაფარიძემ ბოიკოტის ბედი გადაწყვიტა - ბოკერიას მომლაპარაკებლები ვერ ითანხმებდნენ, ბოკერია თვლიდა, რომ 19 აპრილის შეთანხმება ქვეყანას კრიზისიდან არათუ გამოიყვანდა, არამედ უარეს ჭაობში ჩავეფლობოდით. მომლაპარაკებლებმა ბადრი დაითანხმეს - ბადრიმ ჩათვალა, რომ 19 აპრილის შეთანხმება ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანდა.

4. შევიდა ბადრი პარლამენტში.

5. ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შეთანხმება ბადრის, მომლაპარაკებლებს და ხელმომწერებს თავზე გადაახია.

6. ივანიშვილის სასამართლომ ბადრი თაღლითად შერაცხა ისე, რომ ბადრის თავდაცვის საშუალებაც არ მისცემია - თაღლითი ხარო, პირდაპირ უთხრეს.

7. მერე ადგნენ და “თაღლითი ბადრი” პარლამენტიდან გააგდეს.

8. ახლა ბადრი ჯაფარიძე რუსთავში იყრის კენჭს, რომ ისევ პარლამენტში შევიდეს".