ავტორი:

მეგან მარკლს "საიდუმლო სიგნალი" აქვს, რომლითაც პრინც ჰარის ანიშნებს, რომ დროა "მოკეტოს" - წყვილის ურთიერთობის უჩვეულო დეტალი

მეგან მარკლს "საიდუმლო სიგნალი" აქვს, რომლითაც პრინც ჰარის ანიშნებს, რომ დროა "მოკეტოს" - წყვილის ურთიერთობის უჩვეულო დეტალი

ამერიკის სეერთებულ შტატებში გადაბარგებული ბრიტანული სამეფო ოჯახის წარმომადგენლები, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მედიის ყურადღებას კვლავ იპყრობენ, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთიდან სწორედ მედიას და პაპარაცებს გაექცნენ.

საზოგადოება დღემდე ინტერესდება წყვილის ურთიერთობით, მათი თითოეული ნაბიჯით.

ხესუს ენრიკე როსა, რომელიც სხეულის ენის სპეციალისტია, "იუთუბზე" დადებულ ვიდეოში აანალიზებს ჰერცოგისა და ჰერცოგინიას სახალხო გამოსვლებს და ამტკიცებს, რომ მეგანს აქვს "სიგნალი," რომლითაც ჰარის ლაპარაკისას აჩუმებს.

კონკრეტულად, ხესუსს 2019 წლის Wellchild-ის ღონისძიება მოჰყავს.

ხესუსი ყვება: "მეგანი და ჰარი ღონისძიებას ესწრებოდნენ და დამსწრე ოჯახებს ესაუბრებოდნენ. ჰარი დიალოგში საკმაოდ ჩართული ჩანდა, მაგრამ უცებ მეგანი ფეხზე ადგა და სიტყვის უთქმელად, სხეულის ენის გამოყენებით ანიშნა, საუბარი შეეწყვიტა და ამდგარიყო."

ხესუსის აზრით, ეს არ ყოფილა პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა ჰერცოგინია მის "კონტროლს" ცდილობდა და კიდევ რამდენიმე სახალხო შეხვედრა მოჰყავს მაგალითად.

<iframe width="640" height="360" src="https://www.youtube.com/embed/udgRHOhN2zg" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

წყარო: thesun

მოამზადა ანა სიბოშვილმა