ავტორი:

ისტორიაში პირველად - ქალი პაციენტი აივ ინფექციისგან სრულად განიკურნა

ისტორიაში პირველად - ქალი პაციენტი აივ ინფექციისგან სრულად განიკურნა

ლეიკემიით დაავადებული ამერიკელი პაციენტი, პირველი ქალი და რიგით მესამე ადამიანი გახდა, რომელიც აივ ინფექციისგან განიკურნა. მას დონორისგან ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს, რომელიც ბუნებრივად მდგრადი იყო აივ ინფექციის გამომწვევი ვირუსის მიმართ.

პაციენტს მიელოიდური ლეიკემიის სამკურნაოდ ჭიპლარის სისხლიდან აღებული ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს. ამის შემდეგ დაავადება შესუსტდა, 14 თვის შემდეგ კი ვირუსისგან თავისუფალი იყო და აივზე ანტივირუსული მკურნალობა აღარც კი დასჭირვებია.

  • აივ ინფექციისგან განკურნების წინა ორი შემთხვევა მამაკაცებშია დაფიქსირებული - მათ ის ღეროვანი უჯრედები გადაინერგეს, რომლებიც უფრო ხშირად ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დროს გამოიყენება.

აივ ინფექციის სამკურნალოდ ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი უფრო ფართო კვლევის ნაწილია, რომელსაც ხელმძღვანელობენ დოქტორი ივონ ბრაისონი და დოქტორი დებორა პერსოდი.

კვლევა მიზნად ისახავს თვალყური მიადევნონ 25 აივ ინფიცირებულ ადამიანს, რომლებსაც ამავდროულად, ჭიპლარის სისხლიდან აღებული ღეროვანი უჯრედებით კიბოს და სხვა სერიოზული დაავადებებისგან განკურნებაში ეხმარებიან.

კვლევებში მონაწილე პაციენტები კიბოს იმუნური უჯრედების მოსაკლავად ჯერ ქიმიოთერაპიას გაივლიან, შემდეგ ექიმები კონკრეტული მუტაციის მქონე პირებს ღეროვან უჯრედებს გადაუნერგავენ. მეცნიერები თვლიან, რომ ამ ადამიანებს შემდეგ იმუნური სისტემა განუვითარდებათ, რომელიც მდგრადი იქნება აივის მიმართ.

წყარო: reuters

მოამზადა ანა სიბოშვილმა