საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ეროვნული ერთობის დღეს ეხმაურება.
"საქართველოსათვის, როგორც ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მძიმე გამოწვევების ფონზე.
ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე".