2021 წლის საპარლამენტო სხდომები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. ეს კი დიდწილად საპარლამენტო შემადგენლობაში ოპოზიციური პარტიების მრავალფეროვნებით იყო გამოწვეული. იყვნენ დეპუტატები, რომელთა აქტიურობისა და ინიციატივების შედეგად, არაერთი კანონპროექტი მიიღეს. თუმცა, მეორე მხრივ, არიან დეპუტატები, რომლებიც არცერთხელ გამოსულან სიტყვით, არც კითხვით მიუმართავთ და არც კანონპროექტის ინიციატორები ყოფილან.
ოფიციალური მონაცემებით, საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 5 დეპუტატი, რომელიც 2021 წელს საქართველოს მე–10 მოწვევის პარლამენტში პლენარულ სხდომებზე სიტყვით ყველაზე ხშირად გამოვიდა, არიან:
როგორც უკვე აღვნიშნეთ, იყვნენ ისეთი დეპუტატებიც, რომლებიც გასული წლის განმავლობაში სიტყვით არც ერთ საპარლამენტო პლენარულ სხდომაზე არ გამოსულან. მათი უდიდესი ნაწილი ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრია. ყველაზე პასიური ოპოზიციონერი დეპუტატების ჩამონათვალი ასეთია:
საინტერესოა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ გაგზავნილი წერილობითი კითხვების შესახებ ინფორმაციაც. 2021 წელს გაგზავნილი წერილობით კითხვების რაოდენობით შემდეგი ოპოზიციონერი დეპუტატები ლიდერობენ:
გთავაზობთ იმ ოპოზიციონერ დეპუტატთა ჩამონათვალსაც, რომელთა მიერ ინიცირებული კანონპროექტებიც 2021 წელს საქართველოს მე–10 მოწვევის პარლამენტმა მიიღო.
სტატისტიკური მონაცემებით, თითოეული განხილული მიმართულებით ყველაზე აქტიური ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან იოსელიანია.
"ჩემთვის მართლაც მოულოდნელი იყო, რომ ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე ხშირად გამოვსულვარ სიტყვით და წერილობითი კითხვით მიმიმართავს. მიღებული კანონპროექტების ინიციატორობითაც გამოვირჩევით მე და ალეკო ელისაშვილი. დეპუტატის მთავარი ფუნქციაც ხომ ეს არის, რომ ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებზე პარლამენტში აქტიური იყოს. ჩვენ მიერ სხვადასხვა უწყებაში გაგზავნილი თითოეული კითხვა ეხება იმ საკითხებს, რომლებიც მოქალაქეებისთვის აქტუალურია. ჩვენ მიერ ინიცირებული და მიღებული კანონპროექტებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაწყვეტას ეხება. ერთ-ერთი მათგანი ნასვამი მძღოლების მიმართ სანქციების გამკაცრებას, მათ შორის, პატიმრობის შემოღებას ეხება. ამ კანონპროექტმა უკვე გამოიღო დადებითი შედეგი და სულ მალე გამოქვეყნდება ოფიციალური სტატისტიკა, რომელიც ნათლად დაგვანახებს, რომ საგზაო შემთხვევების დროს გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის მთავარი ფუნქცია არის სწორედ ის, რომ ხალხის პრობლემებზე ილაპარაკოს, გაგზავნოს კითხვები მათ საჭიროებებზე და მაქსიმალურად აქტიური იყოს. ეს არის მთავარი ფუნქცია იმ მანდატისა, რომელიც ხალხმა მოგვანიჭა,“ – აღნიშნავს ლევან იოსელიანი.
აღსანიშნავია, რომ პარტიის „მოქალაქეები– ალეკო ელისაშვილი“ წევრების გარდა აქტიურობით გამოირჩეოდნენ პარტიების "გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია“ წევრები.