ავტორი:

"ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსეთთან ერთად თამაშობს, რაც არასწორია" - ვლადიმერ ზელენსკი

"ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსეთთან ერთად თამაშობს, რაც არასწორია" - ვლადიმერ ზელენსკი

"ნატო არის უსაფრთხოების გარანტი. ასე რომ, როგორ შეიძლება ავირჩიოთ სხვა გზა? ჩვენთვის ეს არის გარანტია, არ დავკარგოთ დამოუკიდებლობა" - BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზა "გრძელი“ იქნება.

"ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ამ გზაზე ყველაზე მთავარია, არ დავკარგო ჩემი ქვეყანა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კითხვაზე, რას ფიქრობს ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მხრიდან ზეწოლის შესახებ, რომელსაც უკრაინაში ნატო-ს გაწევრიანება არ სურს, ზელენსკიმ უპასუხა: "ჩვენ არ შეგვიძლია დავხუჭოთ თვალი და ვთქვათ, რომ მხოლოდ რუსეთს არ სურს ჩვენი ალიანსში ყოფნა. ეს ასე არ არის.“

"ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსეთთან ერთად თამაშობს, რაც არასწორია,“- აღნიშნა ზელენსკიმ.