თეთრი სახლის დატოვებისას, პრეზიდენტმა ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს აქვს „მიზეზი, იფიქროს“, რომ რუსეთი „ჩართულია ყალბი დროშის ოპერაციაში“.
"ჩვენ ყველა მინიშნება გვაქვს, რომ ისინი მზად არიან შევიდნენ უკრაინაში, შეუტიონ უკრაინას",- თქვა ბაიდენმა და დასძინა:
კითხვაზე, სჯერა თუ არა თავდასხმა მოხდება და როდის, ბაიდენმა თქვა: "დიახ. ჩემი ვარაუდით, ეს მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში".
მისი თქმით, რუსეთის პასუხები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით მიღებულია, მაგრამ ჯერ არ წაუკითხავს.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გაეროში დღეს გაემგზავრება. ბაიდენმა დასძინა, რომ "არ აპირებს პუტინთან დარეკვას".