ავტორი:

ისრაელის მთავრობამ “მწვანე პასპორტი“ გააუქმა

ისრაელის მთავრობამ “მწვანე პასპორტი“ გააუქმა

ისრაელში, "ომიკრონ“ ვარიანტით გამოწვეული ვირუსის გავრცელების ტალღის შემცირების გამო, “მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა.

”ტალღა შესუსტებულია”, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა და განმარტა, რომ “მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მთლიანად უქმდება.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მშობლები ჯერ კიდევ ვალდებულები არიან, შვილებს კორონავირუსზე ტესტი კვირაში ორჯერ ჩაუტარონ, ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა სავალდებულო რჩება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებსაც მოხუცთა თავშესაფრებში ვიზიტი სურთ.

ისრაელში, რომლის მოსახლეობა 9.4 მილიონს შეადგენს, პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის დაახლოებით 3.5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 9 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.