არ აქვს მნიშვნელობა, დამარინადებული გიყვართ თუ ცეცხლზე შემწვარი, გრილზე მომზადებული თუ მოხარშული, დამუშავებული ხორცპროდუქტი თუ შებოლილი – ხორცი ნებისმიერი ვარიაციით უამრავი კერძის მთავარი ინგრედიენტია. ხორცით მომზადებული სხვადასხვა კერძი ბევრი ქვეყნის სიმბოლოა. დღეს ტურისტები სამოგზაურო ქვეყნებს სხვა უამრავი კრიტერიუმის პარალელურად, ეროვნული სამზარეულოსა და კერძების მიხედვითაც არჩევენ. თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვისაც ხორცპროდუქტები და მოგზაურობა ძალიან უყვარს, წარმოგიდგენთ ხორცის მოყვარულების 5 ქვეყანას, რომელსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმროთ. ეს ქვეყნები booking.com-მა გამოავლინა, როგორც ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები გამორჩეული სამზარეულოთი.
ჩრდილოეთი მაკედონია
ჩრდილოეთი მაკედონია არის ქვეყანა, რომელიც ბალკანეთის რეგიონის მრავალფეროვნების ჭეშმარიტი ნიმუშია. აქ უხვადაა ისტორიული ქალაქები, ულამაზესი ბუნება და კულტურათა მრავალფეროვნება. ჩრდილოეთ მაკედონიაში მოგზაურობისას აუცილებლად ეწვიეთ მავროვოს ეროვნულ პარკს. მოინახულეთ დედაქალაქის ხიდები და ციხესიმაგრე, სანამ საბაგირო გზით ათასწლეულის ჯვრის სანახავად წახვალთ.
და რაც მთავარია, აუცილებლად დააგემოვნეთ ხორციანი კერძები, რომლებსაც ქვეყანაში შემოგთავაზებენ. ჩრდილოეთ მაკედონიას გურმანების დედაქალაქსაც კი უწოდებენ. ეროვნულ გატაცებადაა აღიარებული გრილზე ხორცისა და ხორცპროდუქტების მომზადება, რომელსაც უკიდურესი სიზუსტით წვავენ. ქვეყნის მთავარი კერძი კი ცნობილია სახელით ტავჩე გრავჩე, რომელიც ლობიოთი მზადდება, თუმცა მისი მთავარი ინგრედიენტი სოსისია. ტავჩე გრავჩე თიხის ჭურჭელში მზადდება. ასევე, სოსისით მზადდება კიდევ ერთი ეროვნული კერძი ლუკანჩი, რომლის მთავარი ინგრედიენტებია მსუქანი ღორის ხორცი, სოსისი და პაპრიკა. ძალიან პოპულარულია ცხვრის ხორცი, რომელსაც გრილზე შემწვარს ხშირად მიირთმევენ ბოსტნეულსა და კარამელიზებულ ხახვთან ერთად.
ურუგვაი
ბრაზილიისა და არგენტინის მეზობელი ურუგვაი ხორცის მოყვარულების გულისა და კუჭის დამპყრობლის სახელითაა ცნობილი. მან სახელი ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოთი და სამხრეთ ამერიკული არომატებით გაითქვა. ურუგვაიში ძალიან უყვართ კარნავალები. ეს არის ტანგოს მოყვარულების ქვეყანა, სადაც მოგზაურობის დროს თქვენც აუცილებლად უნდა სცადოთ ტანგოს ილეთების შესწავლა და რაც შეიძლება ბევრი იცეკვოთ.
რაც შეეხება სამზარეულოს, ურუგვაი ცნობილია თავისი რესტორნებით, რომლებსაც გარეთ გრილი აქვს და ხორცი ღია ცის ქვეშ იწვება. აქ ხორცის შეწვის თავისებური ტრადიციები აქვთ. ხორცის გვერდით კი აუცილებლად წვავენ სოსისს, რომელსაც ნივრით, ორეგანოთი და პაპრიკით მიირთმევენ. ხორცის მოყვარულების კიდევ ერთი რჩეული ტრადიციული კერძია ჩივიტო. ეს გახლავთ სენდვიჩი – მომზადებული ლორით, ბეკონით, კვერცხით, ყველით, სალათის ფურცლით, წიწაკით, ზეთისხილითა და სოუსით.
სამხრეთ კორეა
თუ აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობა გადაწყვიტეთ, სამხრეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მომხიბვლელი ქვეყანაა. ხოლო თუ თქვენ ხორციანი კერძების მოყვარული ხართ, მაშინ სამხრეთ კორეაში ვიზიტი თქვენთვის აუცილებელია. მართალია, ქვეყანაში მცენარეული კერძები ძალიან პოპულარულია, მაგრამ ხორცის მომზადების კორეული ტრადიცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ეროვნული კერძია ბულგოგი. მის მოსამზადებლად ღორის ან საქონლის ხორცს ამარინადებენ სოიოს სოუსში, შაქარში, ნიორში, სეზამის მარცვლებთან ერთად. მარინადში შესაძლებელია შეურიოთ სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულიც. შემდეგ კი დამარინადებული ხორცი და ბოსტნეული იწვება გრილზე მწვანე ბულგარულ წიწაკასთან, დაჭრილ ხახვსა და ნივრის მთლიან კბილებთან ერთად.
ქუჩებში ყველგან იყიდება შემწვარი ქათმის ფრთები, რომელსაც მომზადების თავისებური წესი აქვს. მოგზაურობის დროს აუცილებლად იყიდეთ ის და ქუჩაში ხეტიალის დროს მიირთვით. კორეულად შემწვარი ქათმის ხორცს ხშირად ახასიათებენ, როგორც ზეციურს.
კენია
კენია და მისი დედაქალაქი ნაირობი აფრიკის საუკეთესო ტურისტული მიმართულებაა. ველური ბუნება, მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა, დაივინგი და ექსტრემალური თავგადასავლები – ეს სწორედ ისაა, რასაც კენია შემოგთავაზებთ.
ეროვნული კერძის, ნიამა ჩომას დაგემოვნებისთანავე მიხვდებით, რომ ქვეყანაში ხორცის მომზადების განსაკუთრებული წესები აქვთ. ნიამა ჩომა პირველი კერძი უნდა იყოს, რომელსაც კენიაში გასინჯავთ და მოემზადეთ, რომ ხელების დასვრაც მოგიწევთ. კერძი უფრო ხშირად თხის ხორცით მზადდება, თუმცა შეიძლება შეგხვდეთ საქონლის, ქათმისა და ნიანგის ხორცითაც კი. ხორცი უნდა შეიწვას ისე, რომ ცოტა ზედმეტად მომწვარი, კნატუნა კანი ჰქონდეს. ის მაგიდასთან ლუკმების ტოლ ნაჭრებად დაჭრილი მიაქვთ და აუცილებლად ხელით უნდა მიირთვან.
ფილიპინები
თუ თქვენთვის საუკეთესოდ შემწვარი გოჭი კულინარიული ოცნებაა, მაშინ ფილიპინებში მოგზაურობა ნამდვილად ღირს. გოჭი იწვება მწვანილით, ხახვით და ნივრით. ხორცის კანი იმდენად კნატუნაა, რომ მას ქოქოსის კანს ადარებენ ხოლმე. შემწვარ გოჭს ჭრიან და სუფრაზე სოიოსა და ჩილი სოუსსა და ციტრუსთან ერთად მიაქვთ.
საუკეთესოდ შემწვარი გოჭის ხორცის გარდა ფილიპინებში დაგხვდებათ საოცარი სანაპიროები, ისტორიული ქალაქები, შთამბეჭდავი მთები, მსოფლიოში ცნობილი ე.წ. წვიმის ტყეები და რაც მთავარია, ყვინთვისთვის განკუთვნილი ულამაზესი ადგილები.
საქართველო
მართალია, საქართველო ხორცის მოყვარულების ტოპ 5 ქვეყანაში ჯერ არ შედის, მაგრამ ეს ნამდვილად არის ქვეყანა, სადაც ხორცი განსაკუთრებულად უყვართ, აფასებენ და მრავალფეროვან კერძებსაც ამზადებენ. ხინკალი ქვეყნის მთავარი კერძია, რომელიც არცერთ ტურისტს გულგრილს არ ტოვებს. გარდა ამისა, კიდევ არაერთი ტრადიციული კერძი არსებობს, რომელიც ხორცისგან მზადდება. მათი ნაწილი სადღესასწაულო სუფრებისთვის მზადდება ხოლმე, ნაწილი კი ყოველდღიური კვების რაციონის განუყოფელი ნაწილია. ქართველები ხშირად მიირთმევენ მწვადს, ხაშლამას, ოსტრს.
ზოგადად, ხორცი ის საკვები პროდუქტია, რომელსაც ადამიანი უძველესი დროიდან მიირთმევს, თუმცა მუდმივად იცვლება და იხვეწება მისი მომზადების ფორმა. მაგალითად, დღეს ძალიან პოპულარულია დამუშავებული ხორცპროდუქტები, რომელთა ნაწილი პრემიუმ კატეგორიასაც განეკუთვნება. მზა ხორცპროდუქტების პოპულარობა თანამედროვე ცხოვრების დაჩქარებულმა ტემპმაც გამოიწვია. ამ მიზეზების გათვალისწინებით დღეს ძეხვეული იმდენად პოპულარულია, რომ, როგორც უკვე ვნახეთ, რიგი ქვეყნების ეროვნული კერძების მთავარი ინგრედიენტიცაა.
მზა ხორცპროდუქტები პოპულარულია საქართველოშიც და ქვეყანაში წარმოების საკმაოდ დიდი ტრადიციაც არსებობს. თანამედროვე, დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში, მზა ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ნიკორა“ უკვე 24 წელს ითვლის და მომხმარებელს მეტად მრავალფეროვან ასორტიმენტსაც სთავაზობს. მათ შორისაა პრემიუმ კლასის ხორცპროდუქტები, მაგალითად, სოსისები, შებოლილი ძეხვეული და შაშხები. ეს კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქვეყანაში ხორცი და ხორცპროდუქტები ძალიან უყვართ.
ამიტომ აუცილებლად დაპატიჟეთ თქვენი უცხოელი სტუმრები ქართული ხორცპროდუქტებით საგანგებოდ შექმნილ დაფაზეც ქართული წარმოების ღვინოსთან ერთად.