ავტორი:

"შეწუხებულები ჩანდნენ, ვიკითხე რა სჭირდათ" - რას ჰყვება ჩვენებაში ნიკა კვარაცხელიას საქმის ერთ-ერთი მოწმე, რომელმაც მკვლელობის ღამეს დამნაშავეები შეიფარა

"შეწუხებულები ჩანდნენ, ვიკითხე რა სჭირდათ" - რას ჰყვება ჩვენებაში  ნიკა კვარაცხელიას საქმის ერთ-ერთი მოწმე, რომელმაც მკვლელობის ღამეს დამნაშავეები შეიფარა

ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას საქმის ერთ-ერთი მოწმე, გიორგი ქარსელაძე, რომელმაც მკვლელობის ღამეს დამნაშავეები შეიფარა, ამტკიცებს , რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა. ქარსელაძის ჩვენება "ტვ პირველმა" მოიპოვა.

"15 სექტემბრის საღამოს გადავაადგილდებოდი თამარაშვილის 8 ნომრის მიმდებარედ, ვიყავი უბანში, რა დროსაც შემხვდნენ გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე. მოვიდნენ ჩემთან, ავედით სახლში და ვინაიდან ვმეგობრობთ, ის ღამე ჩემთან დარჩნენ. შეწუხებულები ჩანდნენ, ვიკითხე რა სჭირდათ, მაგრამ მკვლელობის შესახებ არაფერი უთქვამთ. მე ინფორმაციას არ ვფლობდი ამის შესახებ, რადგან საინფორმაციოებს არ ვუყურებ. მეორე დღეს 3 საათზე ორივე წავიდა ჩემი სახლიდან", - ჰყვება ჩვენებაში ქარსელაძე.