ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთში ჩავიდა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
რუსეთისა და ბელარუსის ლიდერები გეგმავენ განიხილონ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების, რეგიონის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო საკითხები.