ავტორი:

ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივის - სკანდალური საქმე და რუსი ოლიგარქი, რომელიც ექსმეუღლეებს შორის ახალი დავის მიზეზი გახდა

ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივის - სკანდალური საქმე და რუსი ოლიგარქი, რომელიც ექსმეუღლეებს შორის ახალი დავის მიზეზი გახდა

ბრედ პიტი ამტკიცებს, რომ მისმა ყოფილმა ცოლმა, ანჯელინა ჯოლიმ მისგან დაფარულად გაყიდა ვენახი, რომელიც ორივე მათგანის საკუთრება იყო. მსახიობს აბრაზებს, რომ მისი სანუკვარი ვენახის ნაწილი, რომლის მოვლასაც სული და გული შეალია, ახლა რუსი ოლიგარქის საკუთრებაა (ანჯელინამ საკუთარი წილი გაყიდა).

ბრედ პიტი ყოფილ ცოლს სასამართლოში უჩივის და გარიგების გაუქმებას ითხოვს.

ბრანჯელინამ საფრანგეთში 2008 წელს შეიძინა "შატო მირავალის" ვენახები. ბრედი ყვება, რომ ვენახში, წლების განმავლობაში დიდძალი ფული აქვს ჩადებული, თუმცა იმასაც იაზრებს, რომ ვენახის საფასურში გადახდილი 40% - 28 მილიონი დოლარი, ანჯელინას ეკუთვნოდა.

პიტის თქმით, 2013 წელს, თვითონ "აამუშავა" ვენახი და რომ მის ყოფილ ცოლს ბევრი არაფერი გაუკეთებია. მას სჯეროდა, რომ ერთმანეთთან შეუთანხმებლად არც ის და არც ანჯელინა არ გაყიდდნენ ვენახს, მაგრამ ვარსკვლავს იმედი გაუცრუვდა:

გასული წლის ივლისში ანჯელინამ სასამართლოში განაცხადა, რომ ანონიმურ პირზე აპირებდა ვენახის თავისი წილის გაყიდვას, რაზეც პიტი საბოლოოდ დათანხმდა, თუმცა იმ პირობით, რომ ახალი მეპატრონე მისთვისაც მოსაწონი იქნებოდა.

როგორც tmz-ი წერს, ბრედ პიტი შოკში იყო, როცა გაიგო, რომ ანჯელინას, "შატო მირავალის: წილი რუს ოლიგარქზე, იური შეფლერზე მიუყიდია. ის ამბობს, რომ ყოფილმა მეუღლემ არც კი შეატყობინა ამის შესახებ და განზრახ შეინახა საიდუმლოდ.

იური შეფლერი

ამჟამად, ბრედი ჩივის, რომ რუსი ოლიგარქი ვენახის მართვის სადავეების ხელში აღებას ცდილობს და ამის გამო, ქაოსური სიტუაციაა შექმნილი. წყარო, რომელიც ბრედ პიტის ახლობელია, ამბობს, რომ ანჯელინამ ეთიკური ვალდებულებები ამ საქციელით უარყო და ოჯახური ბიზნესი მესამე პირს - კონკურენტს ჩააბარა.

წყარო: tmz

მოამზადა ანა სიბოშვილმა