დახვეწილი დიზაინი და ვიზუალური მხარე, ეს არის უპირველესი კატეგორიები, რომლითაც ავტომობილის შეძენისას ვხელმძღვნელობთ. თუმცა საერთო ჯამში ნომერ პირველი პრიორიტეტი მაინც უსაფრთხოებაა. განსაკუთებით კი თუ ავტომობილის მახასიათებლებს საოჯახო მოხმარების კონტექსტში განვიხილავთ. ამ შემთხვევაში, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მოხერხებული, კომფორტული და უსაფრთხო სივრცე ბავშვებისთვის, რაც უკავშირდება, როგორც უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებს, ასევე სალონში კარგად ინტეგრირებულ საბავშვო სავარძლებს. ამის მიხედვით მეოთხე თაობის Tucson-ი საუკეთესო არჩევანია.
დახვეწილი ექსტერიერის თუ ინტერიერის დიზაინთან ერთად, სწორედ ბავშვებზე მორგებული გარემო და დახვეწილი უსაფრთხოების სისტემები განაპირობებს მის უპირატესობას.
გათვალისწინებით, ავტომობილმა ამ მიმართულებით უკვე არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის: "წლის საუკეთესო ავტომობილი“, "საუკეთესო საოჯახო ავტომობილი“, "საუკეთესო ჰიბრიდული ავტომობილი“ და საუკეთესო საოჯახო SUV-ი პრაქტიკულობისთვის.
ცნობილმა ამერიკულმა ავტოპორტალმა Cars.com-მა ყოველწლიური გამოკვლევა
ჩაატარა ბავშვის სხვადასხვა სახეობის სამგზავრო სავარძლის ინტეგრაციასა და
უსაფრთხოებაზე (Car Seat Fit Report). 2021 წლის კვლევა 51 უახლეს ავტომობილზე ჩატარდა, მათ შორის 14 ყველაზე პოპულარულ, 2 რიგიან SUV-ებზე, სადაც მეოთხე თაობის Tucson-მა ყველა კომპონენტში მაქსიმალური შეფასება - "A“ დაიმსახურა.
მაღალ შეფასებასთან ერთად, სავტომობილო დარგის პროფესიონალებმა დეტალურად განმარტეს ინოვაციური მოდელის უპირატესობა, რომელიც მეოთხე თაობის Tucson-ს უპირობო ლიდერად აქცევს:
რიჩარდი ინგამი (Carbuyer-ის რედაქტორი):
"საუკეთესო საოჯახო ავტომობილის წოდებასთან ერთად, Tucson-ი გახდა ჩვენი ფავორიტი ჰიბრიდული SUV-ი, რომელიც 2022 წლისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ. ის არის ეკონომიური, განსხვავებული და რაც მთავარია, გამორჩეულად სამართავი ავტომობილი. სწორედ ეს თვისებები გახდა გადამწყვეტი გამარჯვებულის გამოვლენისას“.
ჯენი ნიუმენი (Cars.com-ის სერტიფიცირებული ტექნიკოსი ბავშვთა სავარძლების ინსტალაციის მიმართუელებით):
"Tucson-ის მეორე რიგის სავარძლების საგრძნობლად დიდი სივრცე ნებისმიერი ფორმისა და ზომის "Car Seat”-ის კომფორტულად განთავსების შესაძლებლობას
აძლევს მომხმარებელს. ბავშვის სავარძლის ტექნიკურად იდეალური სიზუსტით განთავსება უსაფრთხოების, თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია“.
Tucson-ში ინტეგრირებულია Hyundai-ს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა SmartSense-ი.
გთავაზობთ SmartSense-ის რამდენიმე ფუნქციას:
მე-7 ცენტრალური უსაფრთხოების ბალიში მძღოლსა და წინა მგზავრს შორის;
მოდელი უზრუნველყოფილია მძღოლის და მგზავრების უსაფრთხოების 7 ბალიშით, მათ შორის მძღოლის საჭის შუა ნაწილის დამცავი აირბაგით, რათა შემცირდეს თავის ტრავმები ავტომობილების შეჯახების დროს.
4 კამერა წრიული 360˚ ხედვისთვის
Hyundai-ს ყველაზე გაყიდვად SUV-ს, მეოთხე თაობის Tucson-ს, საავტომობილო გზების უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტმა (IIHS) TOP SAFETY PICK+ (TSP+) - ის წოდება მიანიჭა. იმისათვის, რომ ავტომობილმა IIHS-ის მაქსიმალური შეფასება TSP+ დაიმსახუროს, საჭიროა 6 სახის ავარიის ტესტში საუკეთესო სარეიტინგო ქულების მპოვება. ამასთამავე, ავტომობილს უნდა ჰქონდეს იდეალურად მორგებული ფარები (მიუხედავად რაოდენობისა და ზომებისა) და დახვეწილი შეჯახების საწინააღმდეგო სისტემები.
"ჰიუნდაი ტუსანის“ ნახვა და შეძენა "ჰიუნდაი ავტოს“ საქართველოს ცენტრში შეგიძლიათ. მოდელზე დეტალური ინფორმაციისთვისა და ტესტ-დრაივზე ჩასაწერად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3rSfQB0
როგორც "ჰიუნდაის“ ყველა ავტომობილებზე, "ტუსანზეც“ მოქმედებს 5 - წლიანი გარანტია ულიმიტო გარბენით, ხოლო ჰიბრიდული სისტემის ელემენტებზე 7 წელი ან 150 000 კმ-ია.
(R)