საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ამიერიდან UNESCO-ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით, მათი ლოგოს ქვეშ ჩატარდება.
სპეციალურად აღნიშნული ღონისძიებებისათვის UNESCO-მ შესაბამისი ლოგო უკვე შექმნა, რომელიც სტუ-ის ყველა საიუბილეო ღონისძიებაზე გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ 2022-2023 წლებში ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნის ფარგლებში საქართველომ, გასული წლის ნოემბერში, იუნესკოს განსახილველად წარუდგინა ნომინაცია - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავი“, რომელიც გენერალური კონფერენციის 41-ე სესიაზე დამტკიცდა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილე ღირშესანიშნავი თარიღების ნუსხაში შევიდა.