ავტორი:

"ვიმალები და გარეგნობის გამო მრცხვენია... სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა თითქმის გამქრალია" - ლინდა ევანგელისტას ახალი ფოტოები და "დაკარგული ცხოვრება"

"ვიმალები და გარეგნობის გამო მრცხვენია... სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა თითქმის გამქრალია" - ლინდა ევანგელისტას ახალი ფოტოები და "დაკარგული ცხოვრება"

"ვიმალები და გარეგნობის გამო მრცხვენია... სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა თითქმის გამქრალია" - ლინდა ევანგელისტას ახალი ფოტოები და "დაკარგული ცხოვრება"

მას შემდეგ, რაც სუპერმოდელმა ლინდა ევანგელისტამ ცხიმის მოსაშორებელი პროცედურის ტრაგიკული შედეგები იწვნია, პირველად გამოჩნდა პრესაში და გამოცემა People-ს ექსკლუზიურ ინტერვიუზე დათანხმდა.

ბოლო 5 წელია, ის სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტოების გამოქვეყნებასაც კი არიდებს თავს. 56 წლის ლინდამ გულახდილად ისაუბრა თავს გადამხდარ მძიმე გამოცდილებაზე, კოსმეტიკურ პროცედურაზე, რომელმაც ის "სასტიკად დეფორმირებული" დატოვა.

დიზაინერების შთაგონება, მას შემდეგ უშედეგოდ ცდილობს, "დაკარგული ცხოვრება" უკან დაიბრუნოს.

ევანგელისტამ სასამართლოშიც უჩივლა დაწესებულებას, რომელმაც გასახდომი პროცედურა ჩაუტარა და 50-მილიონ დოლარს სთხოვს ზარალის ასანაზღაურებლად. ლინდას თქმით, 2015-2016 წლებში ჩატარებული 7 პროცედურის შემდეგ, ის ვეღარ ახერხებდა მუშაობას:

"ძალიან მიყვარდა მოდის ჩვენებებზე სიარული, ახლა კი იმისიც მეშინია, ვინმე ნაცნობს არ გადავეყარო ქუჩაში. ასე ცხოვრება აღარ შემიძლია, მალვაში და მუდმივად სირცხვილის გრძნობით. მზად ვარ, რომ ხმა ამოვიღო", - ამბობს ლინდა.

"მკურნალობიდან" 3 თვეში შენიშნა ევანგელისტამ ნიკაპთან, ფეხებსა და მკერდთან ამობერილი ადგილები. ზუსტად ის ადგილები, რომლის გახდომაც სურდა, უსუქდებოდა და უმკვრივდებოდა, მოგვიანებით კი მგრძნობელობაც დაკარგა - "ვცდილობდი ჩემით გამომესწორებინა ყველაფერი, დიეტა დავიწყე და უფრო მეტს ვვარჯიშობდი. სასოწარკვეთამ იქამდე მიმიყვანა, რომ ჭამაც კი შევწყვიტე. მეგონა, გავგიჟდებოდი."

როცა იმედგადაწურულმა ლინდამ საბოლოოდ ექიმს მიაკითხა, მან პარადოქსული ცხიმოვანი ჰიპერპლაზია დაუდგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ გასახდომ პროცედურას უკუჩვენება ახლდა, რომელიც მისი ცხიმოვანი უჯრედების პირიქით, გამრავლებას იწვევდა და რომ არანაირი დიეტა და ვარჯიში ამას ვერ უშველიდა.

ამის შემდეგ, სუპერმოდელს ლიპოსაქციის გაკეთება შესთავაზეს. პროცედურა 2016-2017 წლებში გაიკეთა, მაგრამ პარადოქსულმა ცხიმოვანმა ჰიპერპლაზიამ თავი ისევ იჩინა და ლიპოსაქციაც უშედეგო აღმოჩნდა. ახლა ლინდას სარტყელით სიარული უწევს, რადგან ცხიმის ის მასა, რომელიც პროცედურის ჩატარების შემდეგ გაუჩნდა, მძიმეა და გამაგრებული, ამის გამო წელში გამართვა და ხელების გვერდებზე სწორად ჩამოშვებაც კი უჭირს:

"სარკეში აღარ ვიყურები. ჩემს თავს არ ვგავარ. რატომ ვგრძნობთ იმის საჭიროებას რომ ჩვენი სხეულები შევცვალოთ? ყოველთვის ვიცოდი, რომ დავბერდებოდი, მაგრამ უბრალოდ ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი გავხდებოდი. ვერც ფიზიკურად და ვერც სულიერად ვეღარ ვცნობ ჩემს თავს. სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა, თითქმის გამქრალია", - ამბობს ის.

ლინდა ევანგელისტა მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი და სჯერა, რომ მისი ტრავმის გაზიარება სხვებს მაინც დაეხმარება რამით: "იმედი მაქვს სირცხვილის გრძნობისგან გავთავისუფლდები და იმ ადამიანებს დავეხმარები, ვინც მსგავს სიტუაციაშია, ესაა ჩემი მთავარი მიზანი".

წყარო: people

მოამზადა ანა სიბოშვილმა