ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე გახდა. იგი მანამდე ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში, მე-2 სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. ირაკლი დგებუაძემ ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის პოზიციაზე ხვიჩა ქადაგიძე ჩაანაცვლა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე გასულ წელს დაინიშნა.
ამასთან, ცოტა ხნის წინ აჭარის პოლიციის უფროსად გრიგოლ ბესელია დაინიშნა.