ავტორი:

"დონბასში, სადემარკაციო ხაზთან ერთი მხრიდან სკოლაა, მეორე მხრიდან ჭურვი, რომელიც სკოლის ეზოში ეცემა... იქ 30 ბავშვია, ისინი მიდიან არა ნატო-ში, არამედ გაკვეთილებზე" - ზელენსკი

"დონბასში, სადემარკაციო ხაზთან ერთი მხრიდან სკოლაა, მეორე მხრიდან ჭურვი, რომელიც სკოლის ეზოში ეცემა... იქ 30 ბავშვია, ისინი მიდიან არა ნატო-ში, არამედ გაკვეთილებზე" - ზელენსკი

დონბასში, სადემარკაციო ხაზთან ერთი მხრიდან საბავშვო ბაღი, მეორე მხრიდან კი ჭურვია, რომელიც მას ხვდება. ერთი მხრიდან სკოლაა, მეორე მხრიდან კი ჭურვი, რომელიც ეცემა სკოლის ეზოში. იქ კი 30 ბავშვია, რომლებიც მიდიან არა ნატო-ში, არამედ გაკვეთილებზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ბავშვებმაც კი იციან, რომ ეს თავდასხმები უკრაინის მხრიდან არ მომდინარეობს და მათ ვინც საკუთარი სკოლის ეზოში ჭურვის ჩავარდნის შედეგად დარჩენილი ორმო დაინახეს, უჩნდებათ კითხვა: ნუთუ მსოფლიომ მეოცე საუკუნის შეცდომების შედეგად ვერაფერი ისწავლა?!

"დონბასში სადემარკაციო ხაზთან, ერთი მხრიდან საბავშვო ბაღია, მეორე მხრიდან კი ჭურვია, რომელიც მას ხვდება. ერთი მხრიდან სკოლაა, მეორე მხრიდან კი ჭურვი, რომელიც ეცემა სკოლის ეზოში. იქ კი 30 ბავშვია, რომლებიც მიდიან არა ნატო-ში, არამედ გაკვეთილებზე. ზოგს ფიზიკა აქვს და ბავშვებს, რომლებსაც მისი ელენტარული კანონები ესმით, ხვდებიან, რამდენად არასერიოზულად ჟღერს განცხადებები იმის შესახებ, რომ თავდასხმა უკრაინის მხრიდან ხორციელდება. ზოგს მათემატიკა აქვს და ბავშვებს კალკულატორის გარეშეც კი შეუძლიათ დათვალონ სხვაობა ამ სამი დღის განმავლობაში თავდასხმების რაოდენობასა და მიუნხენის უსაფრთხოების ანგარიშში უკრაინის მოხსენიებას შორის. ვიღაცას ისტორია აქვს და როდესაც სკოლის ეზოში ჩნდება ორმო, ბავშვებს უჩნდებათ კითხვა: ნუთუ მსოფლიომ მეოცე საუკუნის შეცდომები დაივიწყა ? სადამდე მივყავართ მშვიდობის მცდელობას?“- განაცხადა ზელენკიმ.

მისი თქმით, უკრაინასა და ევროპას მშვიდობა სურთ, რუსეთიც აცხადებს, რომ თავდასხმა არ სურს, თუმცა ამ ვითარებაში ვიღაც იტყუება.

„უკრაინას სურს მშვიდობა. ევროპას სურს მშვიდობა. მსოფლიო ამბობს, რომ არ სურს ომი, რუსეთი კი ამბობს, რომ არ სურს თავდასხმა. რომელიღაც ჩვენგანი იტყუება. ეს ჯერ არის აქსიომა, თუმცა უკვე არის ჰიპოთეზა,“- განაცხადა ზელენსკიმ.