"ზელენსკის სიტყვიდან გამომდინარე მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც ეხება", - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის სიტყვით გამოსვლას, რომლის თქმით, მადლიერია ქვეყნების, რომლებიც უკრაინას სიტყვით, მიღებული დეკლარაციებითა და კონკრეტული დახმარებით გვერდში უდგანან, თუმცა მეგობარ ქვეყნებს სახელებით არ ჩამოთვლის, რადგან არ უნდა, რომ ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს.
მისივე თქმით, ამ ომს ცივილიზებული სამყარო მოიგებს, მაგრამ წააგებს საქართველო და ქართველი ხალხი იმიტომ, რომ "გვყავს რუსული რეჟიმი, რომელიც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოსთვის ღირსეული მხარდაჭერის გამოხატვას ვერ ბედავს.
"ძალიან უხერხული და მძიმე საყურებელია "ქართული ოცნების” პოზიცია, რომელიც ჩირგვებშია დამალული მაშინ, როდესაც ჩვენს მეგობარ უკრაინას მხარდაჭერა სჭირდება. მთელი ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინის გვერდით, ნაცვლად იმისა, რომ რეალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას, რეზოლუციაში სიტყვა რუსეთსაც ვერ ახსენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომს მოიგებს ცივილიზებული სამყარო, მაგრამ წააგებს საქართველო და ქართველი ხალხი იმიტომ, რომ გვყავს რუსული რეჟიმი, რომელიც ვერ ბედავს ჩვენი მეგობარი სახელმწიფოსთვის ღირსეული მხარდაჭერის გამოხატვას”, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერნეციაზე სიტყვით გამოსვლისას განცხადა, რომ მადლიერია ქვეყნების, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას სიტყვით, დეკლარაციებით, დახმარებით და ჩამოთვლის მეგობარ ქვეყნებს სახელებით, რადგან არ სურს ზოგიერთ ქვეყანას შერცხვეს. მისი თქმით, ეს ამ ქვეყნების საქმე და მათი შეგნებაა, თუმცა გაუგებარია როგორ აუხსნიან ისინი ამ ყველაფერს კიევში მცხოვრებ სამ არასრულწლოვანს, რომლებმაც ცენტრალური ევროპის დროით დილის 6 საათზე ჩამოგდებული ჭურვის შედეგად მამა დაკარგეს.