საჭიროების შემთხვევაში, ოკუპირებული აფხაზეთი მზად არის, დონბასს სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს.
ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზი ხალხი დონბასის მოსახლეობას ამ მძიმე დროს, მხარდაჭერას უცხადებს.
"მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ ოფიციალური კიევი აშკარა წინააღმდეგია კონფლიქტის დარეგულირების მოლაპარაკებათა პროცესის ფარგლებში“, - აცხადებს ბჟანია.
მისი თქმით, უკრაინა, რომელიც დასავლელი კურატორების მიერ არის წაქეზებული, მიზანმიმართულად ისწრაფვის პროვოკაციის შექმნისკენ, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მთელი რეგიონის უსაფრთხოებას.