ავტორი:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან აქციას მართავენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები რუსთავის ციხესთან აქციას მართავენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მხარდამჭერების ორგანიზებით, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია იმართება.

აქციის მონაწილეები პენიტენციურ დაწესებულებამდე ავტოკოლონით მივიდნენ.

მათ ადგილზე საქართველოს ფართომასშტაბიანი დროშა მიიტანეს და მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მხარდასაჭერი შეძახილებით მიმართავენ.

ადგილზე იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.