ავტორი:

"ზელენსკი თავის გუშინდელ გამოსვლაში ღარიბაშვილის მსგავს სამარცხვინო ლიდერებზე საუბრობდა, როდესაც ახსენა, რომ თავს შეიკავებს ღირსეული მეგობრების ჩამოთვლისგან" - გრიგოლ გეგელია

"ზელენსკი თავის გუშინდელ გამოსვლაში ღარიბაშვილის მსგავს სამარცხვინო ლიდერებზე საუბრობდა, როდესაც ახსენა, რომ თავს შეიკავებს ღირსეული მეგობრების ჩამოთვლისგან" - გრიგოლ გეგელია

"გაუგებარია, საერთოდ რისთვის გაემგზავრა პრემიერ-მინისტრი მიუნხენის კონფერენციაზე, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს" - ამის შესახებ “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, "ღარიბაშვილი არ შეხვედრია არცერთ მნიშვნელოვან დასავლელ ლიდერს, არ ჰქონია სიტყვით გამოსვლა, არ გაუკეთებია საქართველოს ეროვნული პოზიციების დასაცავი არცერთი განცხადება და რა თქმა უნდა, არც მიუნხენში არ გაუკეთებია უკრაინის მხარდამჭერი განცხადება“.

გეგელიას შეფასებით, "საგარეო პოლიტიკის სრული კოლაფსია" სახეზე.

"ღარიბაშვილს აშკარად არ გამოუყენებია მიუნხენის შეხვედრა ბრიტანეთი-უკრაინა-პოლონეთის მიერ ინიცირებულ ფორმატში საქართველოსთვის სასიკეთო ძვრების მისაღწევად.

ღარიბაშვილი არც ზელენსკის არ შეხვედრია, რაც წლევანდელ მიუნხენის კონფერენციაზე ნებისმიერ ღირსეული ქართველი პრემიერის ერთ - ერთი ამოცანა უნდა ყოფილიყო. თუმცა, საეჭვოა ზელენსკი თავად თუ ისურვებდა მასთან შეხვედრას იმ უღირსი ქცევის შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" უკრაინისადმი გამოიჩინა.

ზელენსკი თავის გუშინდელ გამოსვლაში სწორედ ღარიბაშვილის მსგავს სამარცხვინო ლიდერებზე საუბრობდა, როდესაც ახსენა რომ თავს შეიკავებს ღირსეული მეგობრების ჩამოთვლისგან, რათა ზოგიერთ სხვა ქვეყანას არ შერცხვეს.

თუმცა, ღარიბაშვილმა მოასწრო და შეხვდა კრიპტოვალუტის ინდუსტრიის წარმომადგენლებს. ჩვენს საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ეს პირადად ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია. ეს ყველაფერი მრავლისმთქმელია, მანამ სანამ დღეს რეგიონის გეოპოლიტიკური ბედი წყდება, საქართველოს, უკრაინის, მეტი უსაფრთხოების და ახალ ალიანსებში ყოფნის ლობირების ნაცვლად, ღარიბაშვილი კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მესვეურებს ხვდება.

თუ მას სურდა მაღალი კალიბრის პოლიტიკური შეხვედრები და არავინ დათანხმდა, ეს ტრაგედიაა ჩვენი სახელმწიფოსთვის, მიუხედავად იმისა რომ ღარიბაშვილი ზუსტად ამას იმსახურებს. და თუ მას არც უცდია ჰქონოდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრები, ეს მკაფიო ლუსტრაციაა იმისა, თუ სად არის ამ ხელისუფლების პრიორიტეტები. ასეა თუ ისე, როგორც ერთ, ასევე მეორე შემთხვევაში სახეზეა საგარეო პოლიტიკის სრული კოლაფსი”, - აცხადებს გეგელია.