ავტორი:

ენტონი ბლინკენის განცხადებით, სერგეი ლავროვს შეხვდება "იმ პირობით, რომ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში"

ენტონი ბლინკენის განცხადებით, სერგეი ლავროვს შეხვდება "იმ პირობით, რომ რუსეთი არ შეიჭრება უკრაინაში"

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-ის ეთერში განაცხადა, რომ აპირებს ამ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას, იმ პირობით, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება.

"თუ [რუსეთი] არ შეიჭრება, მე იქ ვიქნები. იმედი მაქვს, ისიც იქ იქნება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავინახო, შეგვიძლია თუ არა რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტა", - განაცხადა ბლინკენმა.

მან აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა „მაგიდაზე დადო მთელი რიგი იდეები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია, რაც გააძლიერებს უსაფრთხოებას“ რუსეთის, შეერთებული შტატებისა და დანარჩენი ევროპისთვის.

"ეს არის საუბარი, რომელსაც მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან. ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, შეიჭრება თუ არა რუსეთი", - განაცხადა ბლინკენმა.