ავტორი:

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი - გასული 24 საათის ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი - გასული 24 საათის ეპიდვითარება

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 351 ვლევა ტესტით, მათ შორის 11 329 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 022 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 553 668.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.28% ხოლო 7 დღის მანძილზე - 29.97%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 19 242 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 407 776.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 888 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 2 617 შემთხვევა, აჭარა - 378, იმერეთი - 601, ქვემო ქართლი - 219, შიდა ქართლი - 158, გურია - 165, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 274, კახეთი - 245, მცხეთა-მთიანეთი - 47, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 129 978 საიდანაც:

5 585 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 320, აჭარაში - 617, იმერეთში - 1 018.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 246 პირი, მათ შორის, თბილისში - 482, აჭარაში - 143, იმერეთში - 370. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში - 167, აჭარაში - 38, იმერეთში - 26.

896 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 586 - თბილისში, 167 - აჭარაში.

123 497 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 12 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 12, ხოლო აჭარაში - 0.