ავტორი:

"ცოტა ხნის წინ გავრცელდა ზურა ადეიშვილზე თავდასხმის ვიდეო... იგივე ხდება ახლა მღვდლების ჩხუბზეც" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ცოტა ხნის წინ გავრცელდა ზურა ადეიშვილზე თავდასხმის ვიდეო... იგივე ხდება ახლა მღვდლების ჩხუბზეც" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, ერთი ანაფორიანი პირი მეორეს ფიზიკურად როგორ უსწორდება. ამ თემას "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი და "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:

"ორი შემთხვევა მიეწყო ერთმანეთს და გამოვეხმაურები.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ზურა ადეიშვილზე თავდასხმის ვიდეო. ვიდეოდანვე ჩანდა, რომ ეს არ იყო სერიოზული თავდასხმა. ეს იყო გადასაღებად და გასავრცელებლად ჩადენილი მაიმუნობა. ანუ ვინც თავს დაესხა, ან თავდასხმა დაავალა, ამ საქმეში მარტო არ იყო, ახლდა "ოპერატორი" და ამ საქმეში პარტნიორად მოიაზრებდა მედიას - გასავრცელებლად იყო გადაღებული. ვიდეოდანვე ჩანდა, რომ ამოცანა იყო გავრცელებულიყო, რომ ადეიშვილს თავს დაესხნენ და ამით დაემცირებინათ.

ეს ვიდეო ჩვენ ზუსტად ამ მოტივით არ გავავრცელეთ (ინფორმაცია ცხადია გავავრცელეთ).

განა იმიტომ, რომ გავრცელებას აღვკვეთდით - რეპუტაციულად ასე გვირჩევნია. არ გვინდა ვიღაც ავაზაკები თვლიდნენ, რომ ჩვენი გამოყენება შეუძლიათ.

ჩვენ არ ვთვლით, რომ მედია დანაშაულის თანამზრახველად უნდა იქცეს.

იგივე ხდება ახლა მღვდლების ჩხუბზეც. (ბევრად მძიმე ქეისია) ერთი ადამიანი მეორე ადამიანს დასძახის რაღაც ბრალდებებს და სასტიკად სცემს. ამ ყველაფერს აკეთებს კამერის წინ - გადასაღებად და გასავრცელებლად. მედიას მოეთხოვება დაფიქრდეს, როცა ასეთ მასალას აძლევენ - დანაშაულში თანამზრახველად ხომ არ სჭირდება ვინმეს. შეიძლება სულაც არ არის ასე - მაგრამ რატომღაც ასე გამოიყურება, ლოგიკურად, საღი აზრით, მინიმალური ანალიზით. ზოგადად, ყველს რომ დაინახავთ, რომ დაზუმოთ და იმასაც შეხედოთ, სათაგურში ხომ არ დევს - ყველასთვის კარგი იქნება.

ნუ იქცევით მანიპულაციის იარაღად".