ავტორი:

"დღეს ჩინეთი ზის და ელის, მდინარე მისი მტრების ცხედრებს როდის ჩამოატარებს" - რამდენად გრძელვადიანი შეიძლება იყოს რუსეთ-ჩინეთის მოკავშირეობა?

"დღეს ჩინეთი ზის და ელის, მდინარე მისი მტრების ცხედრებს როდის ჩამოატარებს" - რამდენად გრძელვადიანი შეიძლება იყოს რუსეთ-ჩინეთის მოკავშირეობა?

დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაში, რომლის წითელი ხაზი დღეს უკრაინაზე გადის, ჩინეთი რუსეთის მოკავშირეა, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში მათი პარტნიორობა თითქმის წარმოუდგენელია.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან"ხსენებს ყაზახეთში ამ ცოტა ხნის წინ განვითარებულ მოვლენებს და ამბობს:

"საინტერესო რამ მოხდა ამ ცოტა ხნის წინ ყაზახეთში. ვინ წარმოიდგენდა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ეგიდით იქ შესული რუსული ჯარის ნაწილები ათ დღეში გამოვიდოდნენ?! ისმის კითხვა: რა მოხდა? მოხდა ის, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების მეორე დღესვე შანხაის ხელშეკრულების ორგანიზაციამ, რომელშიც წამყვან როლს ჩინეთი ასრულებს, შესთავაზა ყაზახეთს იმ ანტიტერორისტული დანაყოფის დახმარება, რომელიც ამ გაერთიანების ეგიდით მოქმედებს და ჩინეთმა ყაზახეთს ინდივიდუალურადაც აღუთქვა დახმარება ე.წ. ტერორისტებთან დაპირისპირებაში. სავარაუდოდ, კულუარებში ჩინეთმა რუსეთს შეახსენა, რომ მხოლოდ ის ვერ "იმეფებს" ყაზახეთსა და, საზოგადოდ, შუა აზიაზე და რუსეთმა ამაზე უარი ვერ უთხრა. მას ეშინია ჩინეთის, თან ამ ეტაპზე ის სასიცოცხლოდ სჭირდება დასავლეთის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პუტინს არ ეშინია ჩინეთის სახელმწიფო წყობის, ანუ რუსეთისთვის ჩინეთის მმართველობის სტილი საფრთხე არ არის. პუტინისთვის საშიშია დემოკრატია, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანია...

"დღეს ჩინეთი იმ ცნობილი გამონათქვამის მიხედვით მოქმედებს, ანუ, ასე ვთქვათ, ზის და ელის, მდინარე მისი მტრების ცხედრებს როდის ჩამოატარებს. თუ რუსეთი დასუსტდება, ჩინეთი იგებს; თუ დასავლეთი მარცხს იგემებს, მაინც ჩინეთი იგებს; თუ ორივე დასუსტდება, უფრო უკეთესი ოფიციალური პეკინისთვის. რაც შეეხება რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობას, ისინი დღეს სიტუაციური მოკავშირეები არიან, თუმცა ასევე სჭირდებათ ერთმანეთი დასავლეთის წინააღმდეგ და შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე ღირებულებითი ერთობაც აქვთ. წაიკითხეთ სტატია სრულად