ავტორი:

„საქართველოს ისტორიის პალიტრა“ - დღეიდან წიგნების ახალი სერია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

„საქართველოს ისტორიის პალიტრა“ - დღეიდან წიგნების ახალი სერია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

დღიდან ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობითა და 20-ზე მეტი ისტორიკოს-მკვლევრის ავტორობით, გამომცემლობა „პალიტრა L” საქართველოს ისტორიის 15-ტომეულს - „საქართველოს ისტორიის პალიტრა“ - გამოსცემს.

ამ ეტაპზე დაგეგმილი 15-ტომეულის თემატიკა კი ასე გამოიყურება:

  • ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან;
  • ქართველთა ეთნიკური ისტორია;
  • ქართველთა ყოფა-ცხოვრება;
  • ზღვაოსნობა ძველ საქართველოში;
  • ადამიანებით ვაჭრობა ძველ საქართველოში;
  • ფული ძველ საქართველოში;
  • ქალები ძველ საქართველოში;
  • მოდა ძველ საქართველოში;
  • მედიცინის ისტორია საქართველოში;
  • ჯილდოები ძველ საქართველოში;
  • პოლიტიკური პარტიების ისტორია საქართველოში;
  • ეპიდემიები საქართველოში;
  • საქართველოს სამხედრო ისტორია;
  • გასტროისტორია;
  • ქართული ხუროთმოძღვრება;

სერიის წიგნები დღეიდან თვეში ერთხელ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გაიყიდება. გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში წიგნის სპეციალური ფასი 13 ლარი იქნება, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად კი - 15 ლარი.

იკითხეთ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, პრესის გავრცელების წერტილებში ან გამოიწერეთ საიტიდან და ისარგებლეთ საკურიერო მომსახურებით.