22-24 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
22 თებერვლიდან ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსამდე იქნება.