ავტორი:

ლანჩხუთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

ლანჩხუთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

ლანჩხუთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კახა ასკურავამ მერიაში ხელფასების მატება გააპროტესტა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება არ დაწყებულა და ის "ქურდულად" შეიტანეს წარმომადგენლობით ორგანოში. ოპოზიციის განცხადებით, ლანჩხუთში არსებული სოციალური, თუ ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ხელფასების მატება სამარცხვინოა.

მერიაში ხელფასების მატების საკითხს ასევე მხარი არ დაუჭირეს პარტია "საქართველოსთვის" და პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" წარმომადგენლებმა.

თავის მხრივ, ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებენ "ქართული ოცნების" დეპუტატები. მათივე თქმით, მერიის თანამშრომელთა ხელფასების მატების საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული იყო.