5 წლის ბელა-ჯეი დარქი დიდი ბრიტანეთიდან. მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მწერალი გახდა მას შემდეგ, რაც მისი პირველი წიგნი - "დაკარგული კატა" გამოიცა. ბელამ მშობლებს ჯერ კიდევ შარშან განუცხადა, რომ წიგნი უნდა დაეწერა, მაგრამ ბოლო დრომდე არავინ იცოდა, რომ მათი გოგონა სულაც არ ხუმრობდა.
ახალბედა მწერალმა წიგნს თავისივე ილუსტრაციები დაურთო. ზღაპარი კატაზეა, რომელსაც მოგი ჰქვია და თავგადასავლების საძებნელად წასულს, გზა აებნევა და იკარგება. მოგის ისტორია მკითხველს ასწავლის, რომ დედას გარეშე არ უნდა წავიდნენ გარეთ.
5 წლის მწერლის დედა, 27 წლის ჩელსი საიმი ყვება:
"ჩვენ რამდენიმე წიგნის ბაზრობას მივაკითხეთ და ვიპოვეთ ისეთი გამომცემლობა, რომელსაც ბელას წიგნის გამოცემა სურდა. მისით ძალიან ვამაყობთ. ამგვარ გასაოცარ ამბავს არავინ ველოდით". ჩელსი ყვება, რომ ყველა ილუსტრაცია წიგნში ბელას დახატულია, გარდა ერთისა, რომელიც მისმა უფროსმა დამ - ლეისი-მეიმ დახატა. ბელას "დაკარგული კატას" ეგზემპლარის ყიდვა ამაზონზეა შესაძლებელი და მისი ფასი 4 ფუნტს შეადგენს.
შარშან, ყველაზე ახალგაზრდა ავტორის ტიტულის მფლობელი, ინდოელი 7 წლის აბჰიჯიტა გუპტა გახდა. იმისთვის, რომ ბელა-ჯეი გინესის რეკორდსმენი გახდეს და აბჰიჯიტას რეკორდი მოხსნას, მისი წიგნის 1 000 ეგზემპლარი უნდა გაყიდოს. თავად ავტორი ასე აფასებს მის ნაშრომს: "ეს საუკეთესო წიგნია".
წყარო: thesun
მოამზადა ანა სიბოშვილმა