ავტორი:

"მიშა, მალე გამოდი!" - თათია შარანგია სააკაშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს

"მიშა, მალე გამოდი!" - თათია შარანგია სააკაშვილის მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად პიანისტმა და ჟურნალისტმა თათია შარანგიამ სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტის მისამართით ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა. შარანგია ექსპრეზიდენტს მხარდაჭერას უცხადებს და წერს, რომ არ ეშინია, იმ ხალხის, ვინც განსხვავებული აზრის გამო მის პირად სივრცეში იჭრებიან და ცუდ კომენტარებს უწერენ...

ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც თათია მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხარდამჭერ პოსტს აქვეყნებს. რამდენიმე თვის წინ ჟურნალისტი წერდა, რომ ექსპრეზიდენტმა თავის დროზე მომავლის რწმენა დაუბრუნა და მისი მმართველობით ამაყობდა.

თათია შარანგია:

"მიჰას რომ ეძახიან, შემდეგ მისი ლანდის დანახვაზე გისოსებიდანაც კი ცოტა რომ აჟრიალებთ, მხოლოდ შიშით არა - დამიჯერეთ პატივისცემითაც... შვილების დატოვების რომ ეშინიათ ბაღში, პარკში, და რომ იძახიან "ხო, ახლა ვერ ვგრძნობ თავს ისე დაცულად, მაგრამ ეგეც აღარ ყოფილიყო, კაცოოოო?“ და რის ხარჯზე? (რაც მთავარია იერით ყველა ერთმანეთს ჰგავს) "ცვეტში", ხალხს რა გაუკვირდა ეს წინსვლა?“ "აღარ იყო დროოოოოო?“

და თან საბოლოოდ ყველა აპოლიტიკურია, მაგრამ ერთი ძველი ბიჭი, ერთი კანონის დამრღვევი და ერთი ყაჩაღობით შემდგარი "ბიზნესმენი“ ყველას გვყავს გარშემო და "ანუ ჩემიანს იცი რა უქნააა? ჩემი ბიძაშვილის მეზობელს…“

მოკლედ, მიშა, მალე გამოდი! შენი გამარჯვებებიც გვახსოვს, თანაც გლობალური და შენსავით მასშტაბური. შენი ბოდიშიც გვახსოვს და წარსული შეცდომების აღიარება და შენი ქვეყნისთვის სამარცხვინოდ დაპატიმრებაც. "თითო კაცს თითო კიდური რომ ეჭირა“ პატივისცემის ნიშნად...

შემომივარდებით "ვოლზე“ და ხომ იცით, თქვენ მე ნერვს ვერ მიტოკებთ".