ავტორი:

დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებსა და სამართალდამცავებს შორის - რა მოხდა სასამართლოს ეზოში?

დაპირისპირება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებსა და სამართალდამცავებს შორის - რა მოხდა სასამართლოს ეზოში?

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილები, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. აქტივისტები კი სამართალდამცავებს დაკავებაში ხელს უშლიდნენ.

"დაუწყეს ყვირილი, ძაღლი რატომ გყავს ეზოშიო და დაიწყეს დაკავება. ძაღლი თუ ჰყავდა, რატომ შემოუშვეს ეზოში. ნორმალურ სამყაროში აბრა იქნებოდა გამოკრული, რომ ძაღლით შემოსვლა არ შეიძლება”, - აღნიშნა აქციის მონაწილე გიორგი მუმლაძემ.