ავტორი:

"რუსმა სამხედროებმა ორი უკრაინული საბრძოლო მანქანა გაანადგურეს, რომლებმაც ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს... დაღუპულია ხუთი ჯარისკაცი" - რუსული მედია

"რუსმა სამხედროებმა ორი უკრაინული საბრძოლო მანქანა გაანადგურეს, რომლებმაც ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს... დაღუპულია ხუთი ჯარისკაცი" - რუსული მედია

"რუსმა სამხედროებმა და მესაზღვრეებმა უკრაინის ტერიტორიიდან დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის მიერ სახელმწიფო საზღვრის დარღვევა აღკვეთეს" - ინფორმაციას რუსული მედია სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სამხრეთის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფმა, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო რაზმთან ერთად, დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის მიერ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა აღკვეთეს“, - აღნიშნეს მათ.

უწყების ცნობით, შეტაკების დროს რუსეთის ტერიტორიაზე დივერსანტების ევაკუაციის მიზნით უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მანქანა შევიდა და რუსმა სამხედროებმა ორივე გაანადგურეს.

რუსული მედიის გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკების შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა, რუს სამხედროებს შორის მსხვერპლი არ არის.