დღეს რუსეთში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც უკრაინის საკითხი განიხილეს. განხილვის თემა იყო უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის, დამოუკიდებლობის აღიარება.
სხვა საკითხებთან ერთად მედიის ყურადღება მიიპყრო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ქვეყნის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის დიალოგმა. როგორც დიალოგიდან ჩანს, ნარიშკინი თვლიდა, რომ ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციის შესვლის საკითხს განიხილავდნენ.
პუტინი: მოლაპარაკების პროცესს გვთავაზობთ, თუ პირდაპირ ვაღიაროთ დამოუკიდებლობა?"
ნარიშკინი: მე...
პუტინი: პირდაპირ თქვით.
ნარიშკინი: მე მხარს დავუჭერ აღიარების შესახებ...
პუტინი: მხარს უჭერთ, თუ მხარს დაუჭერთ, თქვით პირდაპირ - კი თუ არა
ნარიშკინი: მხარს ვუჭერ დონეცკისა და ლუგანსკის შემოსვლას რუსეთის ფედერაციაში
პუტინი: ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
ნარიშკინი: მე მხარს ვუჭერ წინადადებას დამოუკიდებლობის აღიარებაზე.
პუტინი: მადლობა, დაჯექით!
ნახეთ ვიდეო: