ავტორი:

ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა

ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა

ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტმა პუტინმა მიმართვისას განაცხადა.

"საჭირო გახდა მიგვეღო გადაწყვეტილება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სუვერენიტეტის აღიარების შესახებ. ვთხოვ ფედერაციის საბჭოს, სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება. ამის შემდეგ სასწრაფოდ უნდა შევიდეს გადაწყვეტილება ძალაში რესპუბლიკების დახმარებასთან დაკავშირებით.

ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შედეგი სისხლისღვრაზე დაეკისრება უკრაინის მმართველ ხელისუფლებას. მე მაქვს რუსი ხალხის მხარდაჭერის იმედი“,- განაცხადა პუტინმა.

მანამდე ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს განუცხადა, რომ აპირებს ხელი მოაწეროს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარებას.

"ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მხედველობაში აქვს შესაბამისი ბრძანებისთვის ხელმოწერა. საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა მოვლენათა ასეთი განვითარების გამო იმედგაცრუება გამოხატეს. ამასთან,

მათ გამოხატეს მზადყოფნა კონტაქტების გასაგრძელებლად“ , - ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.