ავტორი:

"საქართველო თქვენს გვერდით დგას, პრეზიდენტო ზელენსკი" - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პუტინის გადაწყვეტილებას გმობენ

"საქართველო თქვენს გვერდით დგას, პრეზიდენტო ზელენსკი" - საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პუტინის გადაწყვეტილებას გმობენ

ცივილიზებული მსოფლიო მკაცრად გმობს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მორიგ უტიფარ გადაწყვეტილებას და ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარებას. მათ შორის განცხადებები სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გაავრცელეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.

"საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის "აღიარებას", რაც იმეორებს სცენარს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია. საქართველო თქვენს გვერდით დგას, პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას", - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

"დონეცკის და ლუგანსკის აღიარება რუსეთის მიერ არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ და სამწუხაროდ, იმეორებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას 2008 წელს... ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

"უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. საერთაშორისო თანამეგობრობისგან კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმოქმედონ გადამწყვეტად ომის თავიდან აცილებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად", - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.