ავტორი:

"მსოფლიო დედაქალაქებს არ სძინავთ, სანქციების ფარგლები და ვადები ზუსტდება - რუსეთის ქმედებები დამოკიდებულია იმაზე, რა რეაგირება ექნება მსოფლიოს" - კულება

"მსოფლიო დედაქალაქებს არ სძინავთ, სანქციების ფარგლები და ვადები ზუსტდება - რუსეთის ქმედებები დამოკიდებულია იმაზე, რა რეაგირება ექნება მსოფლიოს" - კულება

მსოფლიო დედაქალაქებს ახლა არ სძინავთ, მიუხედავად დროში სხვაობისა. სანქციების ფარგლები და ვადების ზუსტდება. უკრაინა ამტკიცებს: რუსეთის შემდგომი ქმედებები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი რეაგირება ექნება მსოფლიოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება „ტვიტერში“ წერს.

მისი ინფორმაციით, შექმნილი სიტუაციის გამო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

"შექმნილი სიტუაციის დინამიკის გათვალისწინებით, მქონდა კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ვაშინგტონში ჩვენი ხვალინდელი შეხვედრის წინ. მთავარი საკითხი: სანქციები. მე ხაზი გავუსვი რუსეთის უკანონო ქმედებების საპასუხოდ მისთვის მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას“, – წერს დმიტრო კულება.