ავტორი:

საქართველოს საელჩო უკრაინაში კიევში რჩება - რა რეკომენდაციას იძლევა საგარეო უწყება?

საქართველოს საელჩო უკრაინაში კიევში რჩება - რა რეკომენდაციას იძლევა საგარეო უწყება?

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს რეკომენდაციით მიმართავს, სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სააგენტო ზალკალიანის უწყებისგან დაინტერესდა, უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შეიზღუდება თუ არა კიევში მდებარე საქართველოს საელჩოს მუშაობა.

როგორც სამინისტრო განმარტავს, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისია მუშაობას განაგრძობს.

"უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ რეკომენდაცია მიეცათ, სურვილის შემთხვევაში, ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ,“- აღნიშნეს უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა გუშინ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარების გამო, რიგმა ქვეყანამ კიევში საკუთარი საელჩოების მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელა.