ნატო-მ და შეერთებულმა შტატებმა ვერ ისწავლეს გაკვეთილი, რაც მათ რუსეთმა ასწავლა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განუცხადა.
როგორც მედვედევი აღნიშნავს, 2008 წელს "სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ" რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია.
"სამხედრო ძალისა და პოლიტიკური ნების გამოყენებით რუსეთი დაეხმარა ასობით ათას ადამიანს სიცოცხლის შენარჩუნებაში და მან ობიექტური გაკვეთილი ასწავლა ნატოს, შეერთებულ შტატებს, ყველას, ვისაც ჰქონდა აგრესიული განზრახვები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. თუმცა, მათ ეს ნატო-ში ცუდად ისწავლეს და განაგრძეს ცინიკურად და უცერემონიოდ რუსეთის საზღვრებთან მიახლოება, გააფართოვეს ალიანსის პოტენციური წევრების წრე“, - განაცხადა მან.
მედვედევი მიიჩნევს, რომ დასავლეთი კიევს მინსკის შეთანხმებების საბოტაჟში დაეხმარა, ნაციონალისტებისა და სუსტი მთავრობისთვის ხელების გახსნით.
"ომი დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ წესების გარეშე მიმდინარეობდა. ხალხი მუდმივ რეპრესიებს ექვემდებარებოდა. ცეცხლი გაუხსნეს მათ სახლებს, აიძულეს ეცხოვრათ მარადიულ შიშში, დამალულიყვნენ სარდაფებში ბომბებისგან", - განაცხადა მედვედევმა.