ავტორი:

"მთელი კრიზისი აღმოსავლეთ უკრაინაში შეიქმნა ექსკლუზიურად რუსეთის მთავრობის მიერ - რუსული პროპაგანდით" - რას წერს ტელეკომპანია "დოჟდის" მთავარი რედაქტორი?

"მთელი კრიზისი აღმოსავლეთ უკრაინაში შეიქმნა ექსკლუზიურად რუსეთის მთავრობის მიერ - რუსული პროპაგანდით" - რას წერს ტელეკომპანია "დოჟდის" მთავარი რედაქტორი?

ტელეკომპანია "დოჟდის" მთავარი რედაქტორი, ტიხონ ძიადკო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიების, ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმიანება.

"მიუხედავად უკრაინის ისტორიაში გრძელი ექსკურსისა, რომელიც მოვისმინეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მთელი კრიზისი აღმოსავლეთ უკრაინაში შეიქმნა ექსკლუზიურად რუსეთის მთავრობის მიერ - რუსული პროპაგანდით.

იქ მცხოვრები ხალხის ბედი ნაკლებად აწუხებთ რუს ლიდერებს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს სჯერა, რომ ისეთი სახელმწიფო, როგორიც უკრაინაა, არ არსებობს, ის ხელოვნურია.

ამავდროულად მეჩვენება, რომ ბოლო მომენტამდე არავის სურდა დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება (ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კოზირია). და მე ვხედავ სამ ახსნას, თუ რატომ გაკეთდა ეს:

- ახლა კრემლს შეუძლია "ლეგალურად“ განათავსოს იქ ჯარები და როცა საჭიროდ ჩათვლის - "გადაარჩინოს“ უკრაინის მოსახლეობა იმ მთავრობისგან, რომელმაც "ხელისუფლება აიღო.“ ბოლოს და ბოლოს, შემთხვევითი არ არის, რომ პუტინმა გამოსვლის ბოლოს თქვა, რომ დაბომბვაზე პასუხისმგებლობა სწორედ უკრაინის ხელისუფლების ხელშია.

- ან პუტინს აუხსნეს, რომ რეალური დიდი ომი უფრო დიდი იქნება, ვიდრე 2014 წელს. საჭიროა სახის შენარჩუნება და ამიტომ აირჩიეს დამოუკიდებლობის აღიარების ვარიანტი (გაგრძელების შესაძლებლობით).

- ან ეს არის მაკრონთან და შოლცთან აზრთა გაცვლა: ისინი ამბობენ, არ დაიწყოთ ომი, მაგრამ აღიარეთ და ჩვენ არ დავაწესებთ სერიოზულ სანქციებს (მაგრამ რამდენად სერიოზულები არიან ისინი, ამას გავარკვევთ უახლოეს დღეებში) - წერს ძიადკო".